პოსტი მთლად სათაურს არ ეხება. უბრალოდ ამ მომენტში მეც გადამაგდო მუზამ და ეს ისე მაგალითად დავწერე. თან ეს სათაურები მკ"ლ"ავს ))) მოკლედ რაზეც მე მინდა ყურადღების გამახვილება, არ ეხება მხოლოდ პოსტებს. მოკლედ როგორ ვთქვა, ჩემი პოსტი მინდა მივუძღვნა ხალხს, რომლებიც გამუდმებით იბრალებენ რომ "ეს" ( ვგულისხმობ ისეთ რაღაცეებს რაც მართლა ნიჭს მოითხოვს, ანუ ცეკვა, სიმღერა, ხატვა, თუნდაც წერა და ამაზე ვამახვილებ ყურადღებას და კიდევ ათასი რამე) უბრალოდ ამ მომენტში არ გამოსდით და ისე რას ამბობ ბადალი არ ყავთ. : )) ანუ ფრაზები : "აუ ეხლა დაღლილი ვარ და ვერ ვიცეკვეეებ" ( არადა ძალიან გინდა ცეკვა უბრალოდ არ იცი როგორ უნდა იცეკვოოოო ))) "ვაიმეეე როგორ მინდა ეხლა მეც ვიმღეროო მარა გაციებული ვააარ" ( ნაღვლიანი და ძალით ჩახლეჩილი ხმით) "აუ ბავშვობაში (და ამას 13-14 წლის გოგოები რო იძახიან, და რა გონიათ ვითომ, ბებიაჩემის ტოლები არიან )) ძაან კარგად ვხატავდიი და მერე თავი დავანებეეე" (ეს EE-ები და II-ები და საერთოდ გაწელილი ხმოვნები, (ყალბი) გრძნობების გამოსახატად. )))
იმედია აზრს მიხვდით, ანუ რას ეხება ჩემი პოსტი. გამაგებინეთ რა საჭიროა ამდენი ტყუილი, თქვიი რა რომ არ გამოგდის და ვინ შეგჭამს? )) ჩვენც არ ვიყოთ მაიკლ ჯექსონები და ელვის პრესლები ))
და საერთოდ აზრზე არ ვარ რა შუაშია ეს პოსტი სათაურთან, სათაური ბლოგთან, და ბლოგი (ამ შემთხვევაში) ჩემთან, მაგრამ მაინც ვწერ )) და ეხლა წავედი მე თორე ხვალ სკოლაში მივდივარ და უკვე დარწმუნებული ვარ დილას რა ტანჯვა მელის )))
აბაა pk kiss )))
Street Style Fab Flats
7 years ago


1 comments:
vaime tat gaxsovs? bavshobidaaan vcuraavv aii vaimeee :D::D:D hah chemi nichieri
Post a Comment
comment !! : X