წინა პოსტში ვთქვი მეგობრობაზეც დავწერ რამეს თქო. ეს ისეთი თემაა სალაპარაკო რომ ბევრია, დრო კი ცოტა. დრო მართლა ცოტა მაქვს, ვკვდები ისე მეძინება და ნელნელა ვგრძნობ რომ კლავიატურაზე ბეჭვდის სისწრაფე იკლებს, და უცებ თუ ჩამომეძინა, ბოდიში:)). მოკლედ, რა მინდოდა მეთქვა. ხოოო, ადრე დებილი ბავშვი ვიყავი, მეგობრობა რა იყო არ ვიცოდი. მეგობარს, დაქალს და საუკეთესო დაქალს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი. დრო ყველაფერს გვიჩვენებსო, ამობობენ. და ეხლა ვხვდები, რომ მართალია. ადამიანს სჭირდება გამოცდილება, რომ სწორად იცხოვროს და რადგან შეცდომებზე სწავლობენ, მე არ მრცხვენია და არც მეშინია ჩემი დაშვებული შეცდომების. იმ შეცდომების, რომლებსაც კიდევ მრავალჯერ გავიმეორებ. (იქნებ საბოლოოდ მაინც ვისწავლო რამე :)) )
ჩემი ცხოვრების მანძილზე, (ამას ისე ვამბობ თითქოს დიდი ვიყო, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უკვე ბევრი რამის სწავლა მოვახერხე) ბევრი დაქალი, და მეგობარი მყავდა. რამოდენიმესთან ურთიერთობა შარშან გავწყვიტე. 2009 წელი, აღმოჩნდა ჩემი რადიკალურად შეცვლის და გაზრდის წელი. არ ვიცი, ესე უცებ და ესე მალე რა მოხდა ჩემ თავს)) მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ წელს ბევრი საჭირო გადაწყვეტილება მივიღე. ბევრისგან გამიგია, ბავშვობის მეგობრის დაკარგვა დიდი მარცხიაო, მაგრამ ბავშვობის მეგობარსაც გააჩნია. როცა იზრდები, და ინტერესები გეცვლება, გარემოს შეცვლაც საჭიროა და მეგობრების გადარჩევაც. სწორედ ეგ მოხდა ჩემ ცხოვრებაში შარშან, და მე დამრჩა ძალიან ბევრი, უსაყვარლესი, ულამაზესი და უდაქალესი დაქალები. კიდევ ბევრი ახლო მეგობარი (როგორც გოგო ისევე ბიჭი) და კიდევ უბრალოდ მეგობრები.
მე მომწონს ეს ცვლილება, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა რომ მე მყავს ჩემნაირი ადამიანები, რომლებთან ერთადაც არასდროს ვიწყენ.
ეს ჩემზე, და მეგობრობას რაც შეეხება მინდა ვთქვა, რომ ამაზე დიდი მოვლენა დედამიწის ზურგზე არაფერი არაა. მეგობრობა, ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარულია და ამის გარეშე უბრალოდ ვერ იცხოვრებ. არც წლებს აქვს მნიშვნელობა, არც თვეებს, არც დღეებს. ”სტაჟიან” მეგობარს, ზოგჯერ ორი დღის გაცნობილი ადამიანი ჯობია. მთავარია ურთიერთგაგება და სიყვარული..
კიდევ მინდა გირჩიოთ, რომ თუ გყავთ მეგობარი რომელთანაც მხოლოდ ხათრის გამო ხართ და საერთო არაფერი არ გაქვთ სხვა, ჯობია დაშორდეთ. ეგრე, თავსაც გაიწვალებთ და რავიცი.. :)) მგონი იმასაც გააწვალებთ. შარშან ამ დროს, დავშორდი დაქალს რომელთანაც 7 არაჩვეულებრივი წელი მქონდა გატარებული. გავიზარდეთ და ინტერესები შეგვეცვალა:) მერე კიდევ ბევრი ისეთი რამ მოხდა, რამაც დამანხა რომ ადამიანების ნდობა ადვილად არ შეიძლება და კიდევ ყველაზე საშინელება რაცაა და ყველაზე ძალიან რაც მეზიზღება ეს არის ადამიანების შერჩევა გამოყენებადობის მიხედვით.:) სულ ესაა.. ამის თქმა მინდოდა. და ბოლოს:
მე ვიპოვე ის, ვინც მჭირდებოდა. ვიპოვე ადამიანები რომლებიც ჩემი ყოველდღიური ცხოვრების უდიდესი ნაწილები არიან. მე ვიპოვე ხალხი რომელთა გარეშე უკვე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. მე ვიპოვე მე. მე ვიპოვე საკუთარი თავი მათში და ჩავთვალე ისინი მხოლოდ და მხოლოდ ჩემებად:) ისინი ჩემები არიან და ეგრე დარჩებიან:) მე ბედნიერი ვარ, არანორმალურად ბედნიერი. და ყველას იგივეს გისურვებთ.
მიყვარხართ ადამიანებო, ტკივილამდე:)
Street Style Fab Flats
7 years ago


4 comments:
vafshee kvelaze magaria es <3 sheni megobrebic gijdebian shenze tatuk !
dzaan kai:)) :*
gviyvarxaaaaar tatuuuk yvelaze metad visac ki sheidzleba uyvarde am kveyanaze <3<3<3 :*:*:*:*
madlob bus:) mec dzalian dzalian mikvarxart chemebi:X
Post a Comment
comment !! : X