RSS

ვინ იქნება შენი ქმარი? )))

გათხოვებაზე არასდროს მიფიქრია... ან რა დროს ჩემი გათხოვებაა)) მაგრამ დღეს რაღაც უცნაურობები გადამხდა. იმით დავიწყებ, რომ არის ერთი (და განუმეორებელი) ადამიანი რომელიც თავ-გზას (უკვე ზედმეტადაც) მიბნევს, მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვა მომწონს. :)) დღეს სკოლაში ჩემი დაქალი ზედმეტად აღტყინებული ( საოცრად მიყვარს ეს სიტყვა) მოვიდა და გაგვაოცა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გაგვაოცა. )) არასდროს მჯეროდა მკითხაობის, და არც იმ თეფშების ვითომ თავისით რო ტრიალებენ ) სულების გამოძახებაზე ლაპაარაკი აღარ მაქვს:) მაგრამ რაც დღეს მოხდა, ძნელი ასახსნელია:)) სკოლის მერე, ჩემ დაქალთან წავედით (ჩეემები) და მკითხაობას შევუდექით:)) (თამამად ვამბობ, რომ ეს ნამდვილი მკითხაობაა ნუ მე სხვას ვერაფერს დავარქმევ)
შეევეცდები მკითხაობის პრინციპი ავხსნა, ესეიგი : ვიღებთ ფურცელს და ვხაზავთ წრეს (ეს წრე უნდა იყოს არც ძალიან პატარა და არც უზარმაზარი, აი ერთი ჩვეულებრივი რვეულის გვერდზე რომ დახაზოთ წრე) შემდეგ ამ წრეში უნდა ჩავწეროთ ანბანის მიხედვით ასოები ანუ წრეწირის კიდეებზე წრიულად. (საათის ისრის პრინციპით, როგორც მოძრაობენ ისრები ) შუაში ვარჭობთ ნემსს, რომელსაც ძაფი აქვს გამობმული, ძაფს საჩვენებელ თითზე ვიხვევთ, ისე რომ თითს რომ ავწევთ ნემსი მოძრაობდეს,შემდეგ ოდნავ უნდა ჩავარჭოთ ეს ნემსი წრის შუაში , ისე რომ ნემსს მოძრაობა შეეძლოს. ხელი არ უნდა გავამოძრაოთ, უბრალოდ შეგვიძლია ზემოთ ავწიოთ ხოლმე თითი, რომ ნემსმა იმოძრაოს, თუმცა ესეც არ არის საჭირო. ნუ, სულ ესაა და ეხლა გეტყვით რა მოხდა.
პრინციპი შეიძლება ზუსტად ვერ გაიგეთ, არც მიკვირს იმიტომ რომ ასახსნელად ძნელია ( still, I did my best ))მაგრამ ის რაც მოხდა, რომ ნამდვილია და არ ვიგონებ, უნდა დაიჯეროთ. ან რატომ უნდა ვიტყუებოდე, მე თვითონაც შოკში ვარ. ყველაზე გამბედავი, ჩემი ერთ-ერთი დაქალი აღმოჩნდა რომელმაც გადაწყვიტა პირველს გაეგო, ტუ ვიზე თხოვდება (გათხოვებაზე არც ერტი არ ვოცნებობთ დამიჯერეთ, უბრალოდ ინტერესის ამბავია ) და ჰოი საოცრებავ )) ნემსმა მოძრაობა დაიწყო , სათითაოდ იხრებოდა სხვადასხვა ასოებისკენ ისე რომ ჩემი დაქალის ხელი არ განძრეულა ( ამას ნებისმიერი იქ მყოფი დავადასტურებტ, რადგან თვითონაც ეჭვი გვქონდა ამ “ჯადოქრობის” მიმართ. თუმცა რაც მოხდა იმას ვერ ვუარყოფთ) მივიღეტ ერთი ადამიანის ( ბიჭის რა თქმა უნდა :)) ) სახელი და გვარი რომელსაც ჩემი დაქალი გადასრევად იცნობს, ჩვენი სკოლელია და პახოდუ ჩემი დაქალის მეზობელი. ნემსმა კი ეს ისე გააკეთა რომ არც ერთი ასო არ შეშლია. შოკში ვიყავით. შემდეგი ვიყავი მე, და გულახდილად რომ ვთქვა ჩვენმა მეგობარმა ნემსმა ნამდვილად მიჯიგრა)) დამიწერა ადამიანის სახელი და გვარი რომელზეც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვგიჟდები. და ეს ყველაფერი (კიდევ ერთხელ ვამბობ) ისე ხდებოდა რომ ხელი ოდნავადაც არ გამინძრევია, ყოველ ახალ ასოზე ნემსი ბევრს მოძრაობდა და ჩერდებოდა ერთ ასოზე 5-10 წამის განმავლობაში. შემდეგ კი მოძრაობას აგძელებდა.. გასაოცარია, იმის მერე კიდევ 10ჯერ ან მეტჯერ ვცადე, სახელი და გვარი იგივე რჩება. ( რა არ გავაკეთე, ასოები ავრიე, უკუღმა დავდე ფურცელი, მაგრამ არაფერმა არ უშველა. ვაი და ჩემი ბედი ეგაა ))) )
ჩემს მერე კიდევ ერთმა ჩემმა დაქალმა გააკეთა იგივე, ამოუვიდა ადამიანის სახელი და გვარი რომელიც მიუხედავად იიმისა რომ უუსიმპატიურესიაა, მის გემოვნებაში არ ჯდება )))
ჩვენ მაინც არ ვიჯერებდით, მაგრამ აბა ჩვენ ადგილზე წარმოიდგინეთთავი. ზიხარ, ხელს არ ამოძრავებ, და ჩვეულებრივი ნემსი რომლითაც ტანსაცმელს კერავენ , გეუბნება თუ ვიზე თხოვდები )) თან ეს ყველაფერი ისე მისტიურად ხდება რომ იმ მომენტში შეიძლება ვერც ხვდებოდეე , მაგრამ ეხლა სრულ შოკში ვარ. ( ვერ გეტყვით მერამდენედ ვამბობ ამ სიტყვას მაგრამ რა ვქნაა ეგრეა I am absolutely shocked. )
კიდევ ერთ ამბავს გეტყვით, დღეს ჩემი დაქალი სახლში რომ მივიდა ( აი ის, პასუხით რომ უკმაყოფილო დარჩა) იგივე გაიმეორა. ოღონდ (თავისი ჭკუით) იეშმაკა )). ანუ ასოების წერის დროს ერთ-ერთი ასო რომელიც ამ ბიჭის გვარში შედიოდა უბრალოდ გამოტოვა. და იცით რა ქნა ჩვენმა "ვსიო ზნაიკა" ნემსმა ? ))) იმ ასოზე რომ მივიდა ტრიალი დაიწყო და არ გაჩერდა, რადგან ასო ვერ იპოვა.. ნუუ მე არ ვიცი , ალბათ იმდენად ვერ გადმოვცემ ამას, მაგრამ გამაოგნებელია , თან მართალი. თუ რამე დაგაინტერესებთ მომწერეთ კომენტარებში, იქნებ უკეთესად ავსხნა.
P.S: და ნუ გამკიცხავთ, ვიცი რომ მარხვაა და ამის გაკეთება ისედაც დიდი ცოდვაა მაგრამ AGAIN I am shocked! )))

5 comments:

Taa said...

I am shocked also :)

Anonymous said...

tat martlac rom shokshi vart ara? :> me is var ai ukmayopilo rom davrchi pasuxit =)))darom vieshmakehah matlac rom shock

tatuka:) said...

anonymous?:)) teoo ra debili xar mikvarxaar=)) <3 exla xo agar xar ukmayofilo? mtavari egaaa:))

TAA

miuxedavad imisa ro realobas sheesabameba ra tqma unda sisulele ikneba (arada chem shemtxvevashi mawkobs rom ar ikos:)) )

tina said...

შენ ასაკში მეც ჩამიდენია მსგავსი სისულელე,რასაც ახლა ძალიან განვიცდი!-

Maryjane said...

და მერე გამართლდა?

Post a Comment

comment !! : X