RSS

ვინ ვარ მე? :))

მე თათუკა ვარ. დავიბადე 1996 წლის 6 სექტემბერს. არ მიყვარს როცა სხვა სახელით მომმართავენ (ვგულისხმობ : თათული-ს ან თათა-ს ან კიდევ სხვას) რატომღაც, ამ ხალხს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სახელის წარმოთქმის დროს უჩნდება ფანტაზიის უნარი. სამაგიეროდ, მიყვარს ჩემი თავი, ჩემი ოჯახი და მეგობრები. ყველაზე მეტად, ჩემი ძმა მიყვარს , საკუთარ თავზე მეტადაც, კი. აი ჩემი თავი კიი... ოოო )) ძალიან მიყვარს. და არ მესმის მათი, ვინც სხვებს საკუთარ თავზე მაღლა აყენებსJ) გიყვარდეს საკუთარი თავი ყველაზე მეტად, არ ნიშნავს იყო უზომოდ თავმოყვარე ან რაღაც მსგავსიJ თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, აბა სხვა ვინ უნდა გიყვარდეს? მოკლედ, ზედმეტად ფილოსოფოსი ვარJ)

ვარ ძალიან მხიარული, (ზოგჯერ არანორმალურად მხიარული, უფრო სწორედ.. გიჟი) მომენტებში ”სწერვა”. ყოველ შემთხვევაში სხვები მეუბნებიან, მე არ ვთვლი ჩემ თავს სწერვად. აბაა ჩემნაირი საყვარელი როგორ შეიძლება იყოს ”სწერვა”?? )) (აი ისევ, მიყვარსს ჩეემი თავიი )) კიდევ, ძალიან ერთგული ვარ, უამრავი მეგობარი მყავს და კიდევ უფრო მეტი მინდა მყავდეს.

ძალიან მიყვარს სკოლა. შეიძლება გასაკვირია, მაგრამ მაინც მიყვარს. იმედი მაქვს სკოლასაც ვუყვარვარJ) მეცადინეობა კი მეზარება, დაა დილას 8ზე ადგომა, მაგრამ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს. (დილით ადგომის გარდა)

ამ ბოლო დროს რამოდენიმე ენაზე ერთად ვლაპარაკობJ) ანუ, მშობლიურ ენაზე მეტყველების დროს, სრულიად შემთხვევით ვიყენებ რუსულ ლექსიკონს.:)) და ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ რომ ჩემი ცოდნით ”ვიმარიაჟო” (არადა რა ცოდნა, რუსული = ჩინურს ) უბრალოდ ჩვენს ენაში მრავლადაა ბარბარიზმები.

საშინლად მიყვარს სერიალი ”desperate housewives”, ანუ სასოწარკვეთილი დიასახლისები და ”dr.house”. ვერ ვიტან უაზრო ფილმებს, ”დაღეჭილი” შინაარსებით და ბანალური ”happy end”-ებით.

კიდევ, ვარ ემოციური, გიჟი, მომენტებში დებილი, ადვილად ვიჯერებ ყველაფერს, უცებ ვფეთქდები და ვიძახი ათას უაზრობას, ვარ საშინლად უყურადღებო და ზარმაცი. (ოღონდ კარგად ვსწავლობ)))) ) ვგიჟდები facebook-ზე, ჩემს ipod-ზე, შოკოლადის დონატზე და მობილურ ტელეფონზე. კიდევ მიყვარს ჩემი დაქალის ძაღლი. J) კიდევ... .

კიდევ რომ გავაგრძელო დღეს ვერ მოვრჩები, ვერც ხვალ.. და ვერც ზეგ.. J)