RSS

Before I leave:)


მოკლედ, როგორც იქნა, მეღირსა სადღაც წასვლა და დასვენება. მაგრამ ეს ყველაფერი ისე სპონტანურად გადაწყდა, რომ ბევრ რამეს ეხლაც ვერ ვიჯერებ:)

ანუ არ მჯერა, რომ ძლივს მოვახერხე მოვშორდე თბილისს.

არ მჯერა, რომ ჩემ დაქალებს ვნახავ და სულ მათთან ერთად ვიქნები ( უბრალოდ, დიდი ხანია არ მინახავს:)) )

არ მჯერა, რომ ბრეკეტები კიდევ არ მომხსნეს (!)

და არ მჯერა, რომ ჩემს უსაყვარლეს ჩემოდანზე ვზივარ, რომელიც სავსეა ჩემი კიდევ უფრო საყვარელი ტანსაცმლით! )) (რომ იტყვიან, "ჩემოდნებზე ზის"-ო მართლა ესე დამემართა:)) პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით)

სიტუაცია მარტივია, (ნუ თქვენთვის ნამდვილად მარტივია, და ჩემთვის... რა მოგახსენოთ)) ) ქალაქიდან გასვლის პროცესში მყოფი გოგონა ელვისებური სისწრაფით ბეჭდავს კლავიატურაზე, და იმიტომ, რომ ვერ იპოვა თავისუფალი სკამი (!) დასაჯდომად, მოკალათდა ჩემოდანზე:))

საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში პირველად ვარ თბილისში 23 ივლისამდე)) ალბათ, ამან გამოიწვია ზიზღი ჩემი მშობლიური ქალაქისადმი:)) ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა აღარ შემიძლია ამ სიცხის და გამონაბოლქვის ატანა:) + ვეღარ ვიტან ინტერნეტს. და ამას ცხოვრებაში პირველად ვამბობ:)) სად არი ეხლა მამაჩემი, გაუხარდებოდა))))

სახლი ისეთი არეულია, რომ ვუყურებ მგონია დღეს ვერ წავალთ (ფუ,ფუ,ფუ :)))) ) დამავიწყდა მეთქვა, რომ მუხაწყაროში მივდივარ.. ოოოოო, როგორ მიყვარს მუხაწყარო:))))

როდის ჩამოვალ? მაშინ, როცა თბილისი მომენატრება.:) მართლა. აბა რა მინდა ამ ბუღში და სიცხეში?:))

ვსოო, მეძახიან! წავედი მე.. მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ! და ბედნიერ დასვენებას გისურვებთ:)
თქვენი თათუკაა! )))









TWILIGHT !

არ ვიცი რატომ მომინდა ამ ფილმის განხილვა, მაგრამ ეს ისეთი აქტუალური თემაა, ჩემი აზრი აუცილებლად უნდა გამოვთქვა. შინაარსზე (რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა იცის)საუბარს არ ვაპირებ, პირდაპირ იმას ვიტყვი რისი თქმაც მინდა.
დავიწყებ იმით, რომ არ მესმის რატომ შეიძლება ქონდეს twilight-ს ამხელა რეიტინგი, როცა სხვა, ბევრი ამაზე შინაარსიანი, საინტერესო და რაღაცაზე დამაფიქრებელი, რაღაცის მომცემი ფილმები არსებობენ. მაგრამ ეს ალბათ თინეიჯერული ასაკის ბრალია, არადა მეც თინეიჯერი ვარ და... ნაადრევად დავბერდი?! :)) არა, არა! თავს ბებერს კი არა, ზედმეტადს ახალგაზრდას, პატარა ბავშვს ვუწოდებ, რომელსაც ათასგვარი სისულელის ჩადენა შეუძლია და არანორმალურად საყვარელია. (თავის ქებაც დავიწყე :))) რა ვქნა მიყვარს თავი ჩემი!)) ) მაგრამ ეს ყველაფერი იმის უფლებას არ მაძლევს რომ გავგიჟდე ფილმზე სადაც ვამპირისა და უბრალო (თანაც უხასიათო) გოგონას სიყვარულში სიმპატიური მგელი ერევა (JACOB, ძალიან მომწონსსს))) ) და ამ გოგონას იმდენად აქვს თავგზა აბნეული ( თუ როგორც იწერება))) ) რომ EDWARD-ის ნათქვამზე შენ JACOB გიყვარსო, პასუხობს : კი მარა შენ უფროო.:)) გასაგიჟებელია რა.. და ეს ფილმია რამის მომცემი და ყველაზე შინაარსიანი?! ))))) ხოო რავიცი.. ისე დიალოგებზე მაგრად ვიხალისე. საერთო ჯამში, საყვარელი და გასართობი ფილმია, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. და თან მე მანდ გასაგიჟებელი (taylor lautner-ის გარდა ) ვერაფერი დავინახე.
მოკლედ, TWILIGHT-ის ფანებო, მე მაპატიეთ, მაგრამ იქნებ თვალები უფრო ფართოდ გაახილოთ და ROBERT-ისა და KRISTEN-ის ახალი walpaper-ების და twilight-ის ნიუსების (რომელიც დარწმუნებული ვარ გადაღეჭილი გაქვთ) მაგივრად, რამე ნორმალური ფილმი იპოვოთ, და რამე გაიგოთ ამ ცხოვრებაზე, სანამ მართლა არ დაგიჯერებიათ რომ ვამპირები არსებობენ.
ღამე ქუჩაში მარტო არ გახვიდეთ, ვიქტორიამ (საწყლი როგორ გადატყდა შუაზე) არ გიკბინოთ.
სულ ეს იყო, მეც მიყვარს twilight , მაგრამ მცირე დოზით))

waka waka !!

ვგიჟდები შაკირას ”waka waka”-ზე.. არ შემიძლია, რომ არ მივუძღვნა ერთი პოსტი ამ გენიალურ კლიპს, სიმღერას და თვითონ შაკირას)) შაკირაზე არ ვგიჟდები და სიმართლე, რომ ვთქვა არც არასდროს გავგიჟებულვარ. მაგრამ ეს სიმღერა საოცარ განწყობაზე მაყენებს, ვერ ვჩერდები და ყოველ მოსმენაზე I'm dancing in my chair :))) .
მინდა ავღნიშნო ისიც, რომ შაკირა ამ კლიპში როა ესეთი ლამაზი არასდროს ყოფილა. თვითონ ცეკვა, ხალხი, შაკირას გენიალური ხმა (რომელიც პირდაპირი ეთერის დროს, რატომღაც იკარგება:)) ) და ფერები (!) შეუდარებელია. ეს სიმღერა ჩემი აზრით, პირდაპირ აფრიკის ჰიმნად უნდა იქცეს.:))
მეტი რა ვთქვა, ვგიჟდები ”waka waka”-ზე ))
აი ეს lyrics, და გენიალური world cup 2010 official video:)))