RSS

ვინ ვარ მე? :))

მე თათუკა ვარ. დავიბადე 1996 წლის 6 სექტემბერს. არ მიყვარს როცა სხვა სახელით მომმართავენ (ვგულისხმობ : თათული-ს ან თათა-ს ან კიდევ სხვას) რატომღაც, ამ ხალხს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სახელის წარმოთქმის დროს უჩნდება ფანტაზიის უნარი. სამაგიეროდ, მიყვარს ჩემი თავი, ჩემი ოჯახი და მეგობრები. ყველაზე მეტად, ჩემი ძმა მიყვარს , საკუთარ თავზე მეტადაც, კი. აი ჩემი თავი კიი... ოოო )) ძალიან მიყვარს. და არ მესმის მათი, ვინც სხვებს საკუთარ თავზე მაღლა აყენებსJ) გიყვარდეს საკუთარი თავი ყველაზე მეტად, არ ნიშნავს იყო უზომოდ თავმოყვარე ან რაღაც მსგავსიJ თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, აბა სხვა ვინ უნდა გიყვარდეს? მოკლედ, ზედმეტად ფილოსოფოსი ვარJ)

ვარ ძალიან მხიარული, (ზოგჯერ არანორმალურად მხიარული, უფრო სწორედ.. გიჟი) მომენტებში ”სწერვა”. ყოველ შემთხვევაში სხვები მეუბნებიან, მე არ ვთვლი ჩემ თავს სწერვად. აბაა ჩემნაირი საყვარელი როგორ შეიძლება იყოს ”სწერვა”?? )) (აი ისევ, მიყვარსს ჩეემი თავიი )) კიდევ, ძალიან ერთგული ვარ, უამრავი მეგობარი მყავს და კიდევ უფრო მეტი მინდა მყავდეს.

ძალიან მიყვარს სკოლა. შეიძლება გასაკვირია, მაგრამ მაინც მიყვარს. იმედი მაქვს სკოლასაც ვუყვარვარJ) მეცადინეობა კი მეზარება, დაა დილას 8ზე ადგომა, მაგრამ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს. (დილით ადგომის გარდა)

ამ ბოლო დროს რამოდენიმე ენაზე ერთად ვლაპარაკობJ) ანუ, მშობლიურ ენაზე მეტყველების დროს, სრულიად შემთხვევით ვიყენებ რუსულ ლექსიკონს.:)) და ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ რომ ჩემი ცოდნით ”ვიმარიაჟო” (არადა რა ცოდნა, რუსული = ჩინურს ) უბრალოდ ჩვენს ენაში მრავლადაა ბარბარიზმები.

საშინლად მიყვარს სერიალი ”desperate housewives”, ანუ სასოწარკვეთილი დიასახლისები და ”dr.house”. ვერ ვიტან უაზრო ფილმებს, ”დაღეჭილი” შინაარსებით და ბანალური ”happy end”-ებით.

კიდევ, ვარ ემოციური, გიჟი, მომენტებში დებილი, ადვილად ვიჯერებ ყველაფერს, უცებ ვფეთქდები და ვიძახი ათას უაზრობას, ვარ საშინლად უყურადღებო და ზარმაცი. (ოღონდ კარგად ვსწავლობ)))) ) ვგიჟდები facebook-ზე, ჩემს ipod-ზე, შოკოლადის დონატზე და მობილურ ტელეფონზე. კიდევ მიყვარს ჩემი დაქალის ძაღლი. J) კიდევ... .

კიდევ რომ გავაგრძელო დღეს ვერ მოვრჩები, ვერც ხვალ.. და ვერც ზეგ.. J)

Before I leave:)


მოკლედ, როგორც იქნა, მეღირსა სადღაც წასვლა და დასვენება. მაგრამ ეს ყველაფერი ისე სპონტანურად გადაწყდა, რომ ბევრ რამეს ეხლაც ვერ ვიჯერებ:)

ანუ არ მჯერა, რომ ძლივს მოვახერხე მოვშორდე თბილისს.

არ მჯერა, რომ ჩემ დაქალებს ვნახავ და სულ მათთან ერთად ვიქნები ( უბრალოდ, დიდი ხანია არ მინახავს:)) )

არ მჯერა, რომ ბრეკეტები კიდევ არ მომხსნეს (!)

და არ მჯერა, რომ ჩემს უსაყვარლეს ჩემოდანზე ვზივარ, რომელიც სავსეა ჩემი კიდევ უფრო საყვარელი ტანსაცმლით! )) (რომ იტყვიან, "ჩემოდნებზე ზის"-ო მართლა ესე დამემართა:)) პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით)

სიტუაცია მარტივია, (ნუ თქვენთვის ნამდვილად მარტივია, და ჩემთვის... რა მოგახსენოთ)) ) ქალაქიდან გასვლის პროცესში მყოფი გოგონა ელვისებური სისწრაფით ბეჭდავს კლავიატურაზე, და იმიტომ, რომ ვერ იპოვა თავისუფალი სკამი (!) დასაჯდომად, მოკალათდა ჩემოდანზე:))

საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში პირველად ვარ თბილისში 23 ივლისამდე)) ალბათ, ამან გამოიწვია ზიზღი ჩემი მშობლიური ქალაქისადმი:)) ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა აღარ შემიძლია ამ სიცხის და გამონაბოლქვის ატანა:) + ვეღარ ვიტან ინტერნეტს. და ამას ცხოვრებაში პირველად ვამბობ:)) სად არი ეხლა მამაჩემი, გაუხარდებოდა))))

სახლი ისეთი არეულია, რომ ვუყურებ მგონია დღეს ვერ წავალთ (ფუ,ფუ,ფუ :)))) ) დამავიწყდა მეთქვა, რომ მუხაწყაროში მივდივარ.. ოოოოო, როგორ მიყვარს მუხაწყარო:))))

როდის ჩამოვალ? მაშინ, როცა თბილისი მომენატრება.:) მართლა. აბა რა მინდა ამ ბუღში და სიცხეში?:))

ვსოო, მეძახიან! წავედი მე.. მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ! და ბედნიერ დასვენებას გისურვებთ:)
თქვენი თათუკაა! )))









TWILIGHT !

არ ვიცი რატომ მომინდა ამ ფილმის განხილვა, მაგრამ ეს ისეთი აქტუალური თემაა, ჩემი აზრი აუცილებლად უნდა გამოვთქვა. შინაარსზე (რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა იცის)საუბარს არ ვაპირებ, პირდაპირ იმას ვიტყვი რისი თქმაც მინდა.
დავიწყებ იმით, რომ არ მესმის რატომ შეიძლება ქონდეს twilight-ს ამხელა რეიტინგი, როცა სხვა, ბევრი ამაზე შინაარსიანი, საინტერესო და რაღაცაზე დამაფიქრებელი, რაღაცის მომცემი ფილმები არსებობენ. მაგრამ ეს ალბათ თინეიჯერული ასაკის ბრალია, არადა მეც თინეიჯერი ვარ და... ნაადრევად დავბერდი?! :)) არა, არა! თავს ბებერს კი არა, ზედმეტადს ახალგაზრდას, პატარა ბავშვს ვუწოდებ, რომელსაც ათასგვარი სისულელის ჩადენა შეუძლია და არანორმალურად საყვარელია. (თავის ქებაც დავიწყე :))) რა ვქნა მიყვარს თავი ჩემი!)) ) მაგრამ ეს ყველაფერი იმის უფლებას არ მაძლევს რომ გავგიჟდე ფილმზე სადაც ვამპირისა და უბრალო (თანაც უხასიათო) გოგონას სიყვარულში სიმპატიური მგელი ერევა (JACOB, ძალიან მომწონსსს))) ) და ამ გოგონას იმდენად აქვს თავგზა აბნეული ( თუ როგორც იწერება))) ) რომ EDWARD-ის ნათქვამზე შენ JACOB გიყვარსო, პასუხობს : კი მარა შენ უფროო.:)) გასაგიჟებელია რა.. და ეს ფილმია რამის მომცემი და ყველაზე შინაარსიანი?! ))))) ხოო რავიცი.. ისე დიალოგებზე მაგრად ვიხალისე. საერთო ჯამში, საყვარელი და გასართობი ფილმია, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. და თან მე მანდ გასაგიჟებელი (taylor lautner-ის გარდა ) ვერაფერი დავინახე.
მოკლედ, TWILIGHT-ის ფანებო, მე მაპატიეთ, მაგრამ იქნებ თვალები უფრო ფართოდ გაახილოთ და ROBERT-ისა და KRISTEN-ის ახალი walpaper-ების და twilight-ის ნიუსების (რომელიც დარწმუნებული ვარ გადაღეჭილი გაქვთ) მაგივრად, რამე ნორმალური ფილმი იპოვოთ, და რამე გაიგოთ ამ ცხოვრებაზე, სანამ მართლა არ დაგიჯერებიათ რომ ვამპირები არსებობენ.
ღამე ქუჩაში მარტო არ გახვიდეთ, ვიქტორიამ (საწყლი როგორ გადატყდა შუაზე) არ გიკბინოთ.
სულ ეს იყო, მეც მიყვარს twilight , მაგრამ მცირე დოზით))

waka waka !!

ვგიჟდები შაკირას ”waka waka”-ზე.. არ შემიძლია, რომ არ მივუძღვნა ერთი პოსტი ამ გენიალურ კლიპს, სიმღერას და თვითონ შაკირას)) შაკირაზე არ ვგიჟდები და სიმართლე, რომ ვთქვა არც არასდროს გავგიჟებულვარ. მაგრამ ეს სიმღერა საოცარ განწყობაზე მაყენებს, ვერ ვჩერდები და ყოველ მოსმენაზე I'm dancing in my chair :))) .
მინდა ავღნიშნო ისიც, რომ შაკირა ამ კლიპში როა ესეთი ლამაზი არასდროს ყოფილა. თვითონ ცეკვა, ხალხი, შაკირას გენიალური ხმა (რომელიც პირდაპირი ეთერის დროს, რატომღაც იკარგება:)) ) და ფერები (!) შეუდარებელია. ეს სიმღერა ჩემი აზრით, პირდაპირ აფრიკის ჰიმნად უნდა იქცეს.:))
მეტი რა ვთქვა, ვგიჟდები ”waka waka”-ზე ))
აი ეს lyrics, და გენიალური world cup 2010 official video:)))


relatives .. :))

ნათესავები... ნათესავები.. ყოველთვის მიკვირდა და შეიძლება მშურდა კიდეც ჩემი მეგობრების რომლებიც ხშირად იყენებდნენ ფრაზებს : ”გუშინ მე და ჩემი ბიძაშვილები ......(დეიდაშვილები, მამიდაშვილები)”, :ხვალ ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი უნდა ვნახო”, ”გუშინ არ მეცალა ჩემ დიდ ბაბუასთან ვიყავით:”,ზეგ მამაჩემის მამიდასთან მივდივართ...” და ასე შემდეგ:))) ანუ მშურდა (მთლად მშურდაო ვერ ვიტყვი, ცხოვრებაში არავისი შემშურებია, უბრალოდ მეც მინდოდა მათნაირად ვყოფილიყავი) იმათი ვინც ხშირად ნახულობდა თავის ნათესავებს, ერთობოდა მათთან ერთად, და დიიდიი დიიდი ოჯახი ყავდა.
მე მაგ მხრივ განებივრებული არასდროს ვყოფილვარ.. დედაჩემს ერთი და ყავს, გაუთხოვარი. მამაჩემს - ერთი ძმა , უცოლო. :)) ანუ დეიდაშვილი და ბიძაშვილი მე არ მყავს. სულ რაღაც ორი წელია ძმა მყავს, იქამდე დედისერთა ვიყავი. დედაჩემს და მამაჩემს კიდევ ბევრი ბიძაშვილები და დეიდაშვილები ჰყავთ, იმათ კიდევ ბევრი შვილები:)) ანუ სანათესაო საკმაოდ დიდი მყავს მაგრამ რად გინდა.. ვიცნობ ვინმეს? :)) დღეს ვნახე ჩემი ბიძაშვილი (დედაჩემის ბიძაშვილის შვილი) რომელიც ორწლინახევრისაა და იცით რა? პირველად ვნახე:)) მეორე დეიდა (ანუ დედაჩემის ბიძაშვილი) 3 წელია არ მინახავს. ააა, სად ცხოვრობს? თბილისში. :)) დეიდაჩემი (დედაჩემის და) 5 წელია არ მინახავს, საბერძნეთშია. კიდევ დეიდაჩემის ბევრი ბიძაშვილ-დეიდაშვილი საერთოდ არ მინახავს, ისინიც უცხოეთში არიან. იმათ კიდევ ბეევრი შვილი ჰყავთ, არც იმათ ვიცნობ...
მამაჩემის მხრიდანაც იგივე ხდება. მოკლედ, ტვინი წავიღე ამ ოჯახის გენეალოგიით, მაგრამ ალბათ მიხვდით რისი თქმაც მინდა. კარგი, მესმის უცხოეთში მყოფი ნათესავების, ვერ მოდიან აქ, და ვერ ვნახავ. მაგრამ როცა ცხოვრობ თბილისში, და არსებობს უამრავი ტრანსპორტი, დავიჯერო ძნელია წელიწადში ერთხელ მაინც, ადგე, ჩაიცვა , ჩაიხედო სარკეში და უთხრა შენ თავს : ”მე ნათესავები მყავს, წავალ და ვნახავ”. მესმის, რომ დრო ცოტა აქვთ, მესმის რომ ოჯახური პრობლემები აქვთ, მესმის რომ შეხვედრა აქვთ სამსახურში, ისიც მესმის რომ .. ......... !!!! ვიტყუები ! :) არ მესმის რატომ შეიძლება სულ პრობლემა ქონდეთ, არ მესმის რატომ შეიძლება სულ სამსახურში იყვნენ გამოკეტილები, არ მესმის სულ დაკავებული როგორ უნდა იყო..
სამეგობრო წრე უუუუუზარმაზარი მყავს, მაგრამ ნათესავი მაინც სხვაა. მითუმეტეს როცა მაგდენი გყავს:)) არა, არ მაქვს პრობლემა, თუ არ უნდათ ვერ დავაძალებ, მაგრამ სინდისიც კაი საქმეა:))) თუ ნამუსი.. როგორც ამბობენ. it doesn't matter now.:))
იცით რას დავაკვირდი? ჩემი ყველა პოსტი ღამის საათებშია დაწერილი.:)) თუმცა არ მიკვირს. დღე, ჩემებთან ერთად ვარ:) არა, ნათესავებთან არა. მ ე გ ო ბ რ ე ბ თ ა ნ : ))
რომლებიც სულ დაკავებულები არ არიან, და ოჯახში ”პრობლემები” არ აქვთ :))

I need to be alone(?) !!

ამ ბოლო დროს ვეღარ ვფიქრობ, არც მუზა მაქვს და წერაც მიჭირს. არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ჩემმა ბოლო პოსტმა აჟიოტაჟი გამოიწვია, ფეისბუქზე დავაშეარე და. იმის მერე ბევრმა მითხრა კიდევ დაწერე რამე ”ეგეთი”-ო. : )) სათქმელად ადვილია და მაგ ყველაფერს მუზა უნდა რომელმაც მგონი სამუდამოდ გადამაგდო :)) თემა ბევრია, სალაპარაკო უფრო ბევრი, მაგრამ არ მიყვარს ბანალურ და ყველასთვის კარგად ნაცნობ, დაღეჭილ თემებზე საუბარი. სამწუხაროდ, ვერც იმდენს ვფიქრობ რამე ექსკლუზიური შემოგთავაზოთ. არ ვიცი, ეს ყველაფერი ალბათ გადაღლის ბრალია, და დასვენება მესაჭიროება.
თბილისში ვერ ვისვენებ.. არა, არა გართობით ვერთობი, მაგრამ სხვანაირი დასვენება მჭირდება.. ერთი ორი დღე სადმე წყნარ ადგილას, მარტო დასვენება არ მაწყენდა. საფიქრალი ბევრი მაქვს მაგრამ, დრო არ მყოფნის. მეთვითონაც არ ვიცი, ვინ ვარ, რა მინდა , ვინ მომწონს , ვინ მიყვარს და ა.შ. დრო მჭირდება , ფიქრი მინდა, და კიდევ.... კიდევ მარტოობა მინდა..
ძალიან ემოციურად გამომივიდა, მგონი:))) მარტოობა არასდროს მინატრია, მძულს მარტოობა, მეზიზღება მარტოობის ყოველი წამი, წუთი, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენი საფიქრალი და ”გადასაწყვეტი” რაღაცეები დამიგროვდა რომ I need to be alone:))
წეღან დედაჩემმა საინტერესო რაღაც მითხრა. არდადეგები იმას არ ნიშნავს მთელი დღე კომპიუტერს მიეკროო:) მართალია დედაჩემი, წავალ რამეს შევჭამ.:))

მხოლოდ და მხოლოდ ჩემები, ანუ ნამდვილი მეგობრობა:)

წინა პოსტში ვთქვი მეგობრობაზეც დავწერ რამეს თქო. ეს ისეთი თემაა სალაპარაკო რომ ბევრია, დრო კი ცოტა. დრო მართლა ცოტა მაქვს, ვკვდები ისე მეძინება და ნელნელა ვგრძნობ რომ კლავიატურაზე ბეჭვდის სისწრაფე იკლებს, და უცებ თუ ჩამომეძინა, ბოდიში:)). მოკლედ, რა მინდოდა მეთქვა. ხოოო, ადრე დებილი ბავშვი ვიყავი, მეგობრობა რა იყო არ ვიცოდი. მეგობარს, დაქალს და საუკეთესო დაქალს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი. დრო ყველაფერს გვიჩვენებსო, ამობობენ. და ეხლა ვხვდები, რომ მართალია. ადამიანს სჭირდება გამოცდილება, რომ სწორად იცხოვროს და რადგან შეცდომებზე სწავლობენ, მე არ მრცხვენია და არც მეშინია ჩემი დაშვებული შეცდომების. იმ შეცდომების, რომლებსაც კიდევ მრავალჯერ გავიმეორებ. (იქნებ საბოლოოდ მაინც ვისწავლო რამე :)) )
ჩემი ცხოვრების მანძილზე, (ამას ისე ვამბობ თითქოს დიდი ვიყო, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უკვე ბევრი რამის სწავლა მოვახერხე) ბევრი დაქალი, და მეგობარი მყავდა. რამოდენიმესთან ურთიერთობა შარშან გავწყვიტე. 2009 წელი, აღმოჩნდა ჩემი რადიკალურად შეცვლის და გაზრდის წელი. არ ვიცი, ესე უცებ და ესე მალე რა მოხდა ჩემ თავს)) მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ წელს ბევრი საჭირო გადაწყვეტილება მივიღე. ბევრისგან გამიგია, ბავშვობის მეგობრის დაკარგვა დიდი მარცხიაო, მაგრამ ბავშვობის მეგობარსაც გააჩნია. როცა იზრდები, და ინტერესები გეცვლება, გარემოს შეცვლაც საჭიროა და მეგობრების გადარჩევაც. სწორედ ეგ მოხდა ჩემ ცხოვრებაში შარშან, და მე დამრჩა ძალიან ბევრი, უსაყვარლესი, ულამაზესი და უდაქალესი დაქალები. კიდევ ბევრი ახლო მეგობარი (როგორც გოგო ისევე ბიჭი) და კიდევ უბრალოდ მეგობრები.
მე მომწონს ეს ცვლილება, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა რომ მე მყავს ჩემნაირი ადამიანები, რომლებთან ერთადაც არასდროს ვიწყენ.
ეს ჩემზე, და მეგობრობას რაც შეეხება მინდა ვთქვა, რომ ამაზე დიდი მოვლენა დედამიწის ზურგზე არაფერი არაა. მეგობრობა, ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარულია და ამის გარეშე უბრალოდ ვერ იცხოვრებ. არც წლებს აქვს მნიშვნელობა, არც თვეებს, არც დღეებს. ”სტაჟიან” მეგობარს, ზოგჯერ ორი დღის გაცნობილი ადამიანი ჯობია. მთავარია ურთიერთგაგება და სიყვარული..
კიდევ მინდა გირჩიოთ, რომ თუ გყავთ მეგობარი რომელთანაც მხოლოდ ხათრის გამო ხართ და საერთო არაფერი არ გაქვთ სხვა, ჯობია დაშორდეთ. ეგრე, თავსაც გაიწვალებთ და რავიცი.. :)) მგონი იმასაც გააწვალებთ. შარშან ამ დროს, დავშორდი დაქალს რომელთანაც 7 არაჩვეულებრივი წელი მქონდა გატარებული. გავიზარდეთ და ინტერესები შეგვეცვალა:) მერე კიდევ ბევრი ისეთი რამ მოხდა, რამაც დამანხა რომ ადამიანების ნდობა ადვილად არ შეიძლება და კიდევ ყველაზე საშინელება რაცაა და ყველაზე ძალიან რაც მეზიზღება ეს არის ადამიანების შერჩევა გამოყენებადობის მიხედვით.:) სულ ესაა.. ამის თქმა მინდოდა. და ბოლოს:
მე ვიპოვე ის, ვინც მჭირდებოდა. ვიპოვე ადამიანები რომლებიც ჩემი ყოველდღიური ცხოვრების უდიდესი ნაწილები არიან. მე ვიპოვე ხალხი რომელთა გარეშე უკვე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. მე ვიპოვე მე. მე ვიპოვე საკუთარი თავი მათში და ჩავთვალე ისინი მხოლოდ და მხოლოდ ჩემებად:) ისინი ჩემები არიან და ეგრე დარჩებიან:) მე ბედნიერი ვარ, არანორმალურად ბედნიერი. და ყველას იგივეს გისურვებთ.
მიყვარხართ ადამიანებო, ტკივილამდე:)

პოსტი დაქალს:))

ჩემო ძვირფასო დაქალო.. თითქმის უკვე 1 წელია გიცნობ და უკვე დაქალს გეძახი. დაქალს კიარა დას:) რამოდენიმე წლის წინ მეგონა, რომ 1 წელი არ იყო საკმარისი ადამიანთან დასაახლოვებლად, 1 წელი კი არა 2 და 3-ც კი ცოტა იყო. მაშინ ეტყობა დებილი ვიყავი:)) მთავარია გაუგო ადამიანს, და საერთო ინტერესები აღმოაჩინო, დანარჩენი თვითონ მოვა.. შემიძლია ისიც თამამად ვთქვა, რომ 1 წლის წინ დაქალების არჩევა არ შემეძლო. რატომღაც, ვინც ”გამიღიმებდა” და ერთ-ორ ტკბილ სიტყვას მეტყოდა, მაგარი ადამიანი მეგონა. და ადვილად ვუახლოვდებოდი. ეხლა ვხვდები, რომ ერთი ხელის დაქნევაზე დადაქალება ყველაზე არასწორი საქციელია, თუმცა ახლა ვთვლი რომ არჩევანი სწორად გავაკეთე და მე მყავს ყველაზე საყვარელი, არანორმალური და თბილი დაქალები მთელ დედამიწის ზურგზე:)
დაქალობასა და მეგობრობაზე მოდი ცალკე პოსტს დავწერ, და ამ პოსტს მთლიანად შენ მოგიძღვნი. კიდევ რომ გითხრა მიყვარხართქო სისულელე იქნება, ეგ ისედაც კარგად იცი. ხო იცი ხანდახან ნერვებს მიშლი ხოლმე, და ერთ-ორს ”გკბენ” კიდეც, მაგრამ მინდა იცოდე რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ. ოღონდ ძაან გთხოვ, ცოტა ხმადაბლა ილაპარაკე ხოლმე თორე მალე დავყრუვდები:)) კიდე მინდა გითხრა ის რო, შეეშვი იმ ცარიელ ყბას:)) მე მაგას არ მივიღებ ოჯახშიი)) ამას მარტო შენ მიხვდები და მოდი არ გვინდა ამაზე მეტი ლაპარაკი:)) კიდე ძალიან გთხოვ ”ვინუჟდენში” ნუღა ჩამაგდებ და yahoo-ში აღარ დამი-buzz-ო. ))
კიდევ ერთხელ მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ და პოსტს რო წაიკითხავ კომენტარი დამიტოვე))
გკოცნიიიიი :)):*

Title:))


სკამზე ვზივარ, ”სემიჩკას” ვჭამ და blank page-ს ვუყურებ.. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დაპოსტვის საოცარი სურვილი მაქვს, მუზა კი სადღაც დამეკარგა:)) ისიც კი სიამოვნებას მანიჭებს "publish post"-ს რო ”ვაკლიკებ” (არადა მძულს ეს სიტყვა). იმას მაინც მოგიყვებით დღეს რა მოხდა:)) დილას 8:20-ზე გავახილე თვალი თუ არა, ყურში ჩამესმა ჩემი უსაყვარლესი ”baby I am yours" და სწრაფად წამოვხტი ლოგინიდან. ჩაცმას და თავის მოწესრიგებას ჩემი სიცოცხლის ნახევარს ვუთმობ, ანუ თავად მიხვდებით, სკოლაში დამაგვიანდა:)) ნუ მაგას არაუშავს, რა მოხდა :))) სკოლაში დიდი არაფერი არ მომხდარა, დიდი ხანი არც დავრჩენილვარ და სახლში წამოვედი:)
და ვაიმე გამაგიჟებენ ეს ტაქსის მძღოლები, ტაქსისტმა რო არ იცის 53-ე სადაა და ვერაზე როგორ უნდა მოხვდეს... : )) больще не могу რა.. ვერ გავიგე მე ვარ მძღოლი თუ ეგენი :)) ნამდვილი backseat driver გამოვდივარ. ”ეხლა იქ აუხვიეთ”, ”არა არა, მანდ არა აი იქ” და ა.შ. :)) მალე ტაქსისტად დავიწყებ მუშაობას:))))
მერე ინგლისური მქონდა, იქაც ორი უინტერესო საათი გავატარე (და საერთოდ რაღა დროს სწავლაა, ზაფხულია ბოლოს და ბოლოს:|
მეტს, საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. აბა დავა-publish post-ებ ეხლა მე ამას:))
და ჩემ მუზას სადმე თუ იპოვით, უთხარით რო მალე მოვიდეს:))

და რაღაც ვერ ვიღადავე ხოო??:)) გკოცნიიიით:*)

GAY-777! ბეტმენი ბლანჟეთი სახელად: კოტე:)))))

ჩვენი დედაქალაქი თბილისი სავსეა ყველანაირი ფირმის, ფერის და ზომის ავტომობილებით, მათთვის დამახასიათებელი მძღოლებით. :)) სოლიდურ მანქანებს სოლიდური ღიპის მქონე ბიძიები ატარებენ. ქალაქში მრავლადაა ჟიგულებიც, მამაჩვენების და მგონი უკვე ბაბუაჩვენების ბავშვობის მანქანები)) ქუჩაში თუ მარტო ვარ, მანქანების თვალიერებით ვარ დაკავებული. ყველაზე ძალიან მანქანის ნომრების კითხვა მიყვარს. მაგრამ აქამდე არასდროს შემხვედრია ისეთი ნომერი, ადამიანის ორიენტაციას რომ უსვამდეს ხაზს:)) მიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ. "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 1"-ში გეების კლუბში რომ მოხვდებიან, ერთ-ერთი მაქანის ნომერი ხომ GAY-001-ია, ხოდა ყოველთვის მქონდა სურვილი ეგეთი ნომერი ჩემი თვალით, ყოვლეგვარი ამირანის დიიიიიდი ეკრანის გარეშე მენახა:)) მაგ ფილმის ნახვის მერე 2 წელი გავიდა, ჩვენს სკოლაში ვიღაც კოტე "გაეძრო", რომელიც როგორც თვითონ ამბობდა სოციალური media club-ის წევრი (თუ დამფუძნებელი) იყო და სკოლაში, ბავშვების ჯგუფის შექმნა უნდოდა, ჟურნალისტიკური და სხვადასხვა მიზნებისთვის.:)) ეხლა რაც ვიბოდიალე მეთვითონაც არ ვიცი მარა ძმას გეფიცებით ზუსტად ეგრე გვითხრა:))
მოკლედ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს.. ეს როჟა ცოტა მოცისფერო გვეგონა და ამაზე გოგოები ხშირად ვლაქალაქებდით ხოლმე (ფუფ, უსაქმურებიიიი)))) ჰოდა ერთ დღესაც, სკოლის წინ ჩამოსკუპულებს "გაგვეჩითა" კოტე მწვანე მერსედესიდან გადმომავალი (ეს სიტყვა უცნარად მეჩვენება და თქვენც ხო??))). კოტე, სათვალით (რომელიც ბეტმენის სათვალეს სასწაულად მაგონებდა) ბლანჟეთი (ჰაჰაჰაა) და შემოტკუცუნებული შარვლით. მაგას კიდე გადაიტანდა კაცი და მანქანნის ნომერს აღას იკითხავთ? GAY-777 ! ! ! : ))
არ ვიცი ეს ნომერი თავისი ორიენტაციის ხაზგასასმელად უნდოდა თუ უბრალოდ შეცვლა დაეზარა, მაგრამ იმ დღეს ბევრი ვიცინეთ:))) მე კიდე ოცნება ამიხდა (ეს თუ ოცნებაა, მარა ნეტა ყველა ოცნება ესე ამიხდეეს).
წავედი მე ეხლა მეძინება:)) გკოცნიით:))

უცნაურობებიც ხდება.. : ))

დღევანდელი პოსტი ისეთ რაღაცეებს ეხება, რაზეც ოცნებაც კი გვიჭირს იმდენად არარეალურია:)) მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, და ჩვენც ვოცნებობთ დაუსრულებლივ. არ თქვათ არაო, მე ხომ მაინც ვიცი რომ ეგრეა >:) : )) მოკლედ, ხშირად, ხშირად თუ არა ხანდახან მაინც, ან იშვიათად ან მხოლოდ ერთხელ ხდება ისეთი რაღაც, რაზეც უბრალოდ ვერ იოცნებებ. მაგრამ, ხანდახან, ამასაც აქვს რაღაც მინუსი:) როცა ადამიანის გაცნობა გინდა მაშინ არ მოგეცემა ამის შანსი, დაიკიდებ და მერე შემოეჭრება შენს ცხოვრებაში სრულიად უდროო დროს: ))
მაგრამ ალბათ, ძალიან მაგარი ბედი უნდა გქონდეს, რომ ადამიანი რომელიც ძალიან მოგწონს , გაიცნო მაშინ როცა ამას საერთოდ არ ელი და მითუმეტეს, ისეთ ადგილას სადაც ვერც კი წარმოიდგენდი რომ მას შეხვდებოდი:)) მემგონი ბევრი ვიბოდიალე და პირდაპირ საქმეზე გადავალ:)
ეს ამბავი ერთ გოგოზეა (ჩემ დაქალზეე )) რომელიც ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა:)) ამ გოგოს ( სახელის ხსენება არაა საჭიროო:)) ) მოწონდა ერთი ბიჭი, რომლის გაცნობას დიდხანს ცდილობდა, მაგრად ამაოდ. ერთადაც ხშირად "ეძრობოდნენ" (და მააპატიეთ ჟარგონისთვისს:)) ) ერთ სასტავშიც იყვნენ, მათი შეხვედრის ადგილიც იგივე რჩებოდა, მაგრამ... დავიღალე ამდენი "მაგრამ"-ის წერით რაა : )) იტოგშიი ))) ვერ გაიცნეს ერთმანეთი. მერე ეს ამბავი გადაგვავიწყდა სადაქალოს, მაგრამ რომ მოგეწონება ძნელია "გადაგეწონოს". : )))) და აი ზამთრის ერთ-ერთ იღბლიან (!) თვეს ჩვენ ის გავიცანით:)) სიტუაცია ძალიან სასაცილო იყოო. ზბორზე მივდიოდით (არ მკითხოთ რომელზეეოო რაა :)) ) და უცებ ჩემი ერთ-ერთი დაქალი კივიისს : "ვაიმეე შეხედეეთ, გლორიაა ))) (გლორიას ვეძახ(დ)ით )))
ამ უაზრო "ღადაობებს" უკვე მიჩვეულები ვიყავით და არც გაგვიხედია იქით საითაც ჩემი დაქალი გამწარებული იშვერდა ხელს. ჩემმა დაქალმაც (ვისაც ეგ ბიჭი მოწონდა) "ოო მოიცა რაა"-ო მიაძახა ისე რომ არც გაუხედავს. ისევ გავაგრძელეთ ლაპარაკი, მაგრამ, ცოტა ხანში ისევ ფრონტზე წარსდგა ჩვენი (ჩვენი რა.. ჩემი დაქალის) ბიჭი და მაშინ უკვე ყველამ კარგად დავინახეთ. : ))) რეაქცია წარმოგიდგენიათ? ანუ ეს იმას ნიშნავდა რომ ის (!) ჩვენთან ერთად მოდიოდა ზბორზე და მისი გაცნობა შეგვეძლო, ( არამატო გაცნობა 10 დღის მასთან ერთად გატარებაც :))) ) ტუტუცი გოგოები რო ამბობენ ხოლმეე რაღაცნაიირი ხმით : "ვაიმეეეე შოკშიი ვააააააარ. ვაიმეე გამოვშტერდიიი :O:O " აი ზუსტად ეგრე დაგვემართა. მერე წავედით ზბორზე, გავიცანით, დავუახლოვდით და მერე......
მერე ჩამოვედით. :)) ვინ იცის იქ რომ არ გაეცნო იქნებ კიდევ ყოფილიყო სხვანაირად დაახლოების შანსი... : )))
მაგრამ ჩემ დაქალს ისეთი ცვალებადი ხასიათი აქვს, რომ ეგრე ჯობდა : ) დღეს რო ერთი მოწონს მერე ხვალ მეორე მოეწონება:))
ეხლა ვინ მოგწონს კრასავიც?: ))) მიყვარხაარ:X (გამგებები გაიგებეენ ვიზეცაა))
და თქვენ კიდე, ჩემო ძვირფასო reader-ებოო, იოცნებეთ იოცნებეეთ )) ხო იცით იმედი ბოლოს(აც) (არ) კვდება..:))
გკოცნით : )) :*

не вижу (?!)


ბევრი ვიფიქრე, სანამ ნივიჟუ-ზე დავწერდი. უფრო მეტი კი იმაზე ვიფიქრე ღირს თუ არა საერთოდ ვიმსჯელო ამ თემაზე. მიზეზი კი ისაა, რომ ბლოგები სავსეა ამდაგვარი პოსტებით:)) თანაც რა უნდა ვთქვა ახალი და საინტერესო ამ უაზრო და მავნე ჩვევის შესახებ. (ჩვევის იმიტომ, რომ ბევრ ჩვენგანს ეს უკვე ჩვევად ექცა და საჭიროა თუ არა მაინც "ირტყმევინებიან" ნივიჟუ-ებს და არ იციაან ერთხელად ამომივა ყელში და როგორ ჩავარტყავ ))) ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, თორემ მე მართლა მაგრად მკიდია მომესალმება თუ არა ვინმე ნაცნობი, მითუმეტეს ისეთი ადამიანი, ვისაც მირჩევნია არც ვიცნობდე.
უბრალოდ საქმე იმაშია რომ თქვენ (ამ თქვენ-ში რა თქმა უნდა ნორმალურ ხალხს არ ვგულისმობ)გგონიათ, თუ არ მოგვესალმებით, ამით რამეს დაგვაკლებთ. უბრალოდ გგონიათ რომ, ეგ თქვენი უაზრო მზერის აცილება (ზოგიერთ შემთხვევაში აცილება კი არა უფრო დაჟინებით ყურება, ძალით "სწერვა" როჟა და ვითომ ცინიკური ღიმილი ) რამეს დაგვაკლებს : )) ვერ მოგართვით : )) ნივიჟუს ჩარტყმა, იმ მიზნით, რომ ვინმე გააბანძო, საკუთარი თავის გაბანძებააა და მეტი არაფერი.:)
ასე რომ კიდევ ერთხელ გირჩევთ (მეგობრულად))) ნივიჟუს რტყმას, მისალმება ჯობია და თუ ეგეც არ გინდათ, ჯობია უბრალოდ გაწყვიტოთ იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომლის გაბანძებასაც რატომღაც ამ გზით ცდილობთ, და კიდევ ერთხელ გეუბნებით არ გამოგდით ))
სულ ეს იყო, ამას პირადი მაგალითიდან გეუბნებით, ბევრი ცდილობს ჩემ "გაბანძებას" ამდაგვარად, მაგრამ მერწმუნეთ არ გამოსდით :))
и сейчас, делаете что вы хотите : )) Я сказала, что я хотела. :*

მუზამ "გადაგაგდო" თუ მართლა უნიჭო ხარ? )))

პოსტი მთლად სათაურს არ ეხება. უბრალოდ ამ მომენტში მეც გადამაგდო მუზამ და ეს ისე მაგალითად დავწერე. თან ეს სათაურები მკ"ლ"ავს ))) მოკლედ რაზეც მე მინდა ყურადღების გამახვილება, არ ეხება მხოლოდ პოსტებს. მოკლედ როგორ ვთქვა, ჩემი პოსტი მინდა მივუძღვნა ხალხს, რომლებიც გამუდმებით იბრალებენ რომ "ეს" ( ვგულისხმობ ისეთ რაღაცეებს რაც მართლა ნიჭს მოითხოვს, ანუ ცეკვა, სიმღერა, ხატვა, თუნდაც წერა და ამაზე ვამახვილებ ყურადღებას და კიდევ ათასი რამე) უბრალოდ ამ მომენტში არ გამოსდით და ისე რას ამბობ ბადალი არ ყავთ. : )) ანუ ფრაზები : "აუ ეხლა დაღლილი ვარ და ვერ ვიცეკვეეებ" ( არადა ძალიან გინდა ცეკვა უბრალოდ არ იცი როგორ უნდა იცეკვოოოო ))) "ვაიმეეე როგორ მინდა ეხლა მეც ვიმღეროო მარა გაციებული ვააარ" ( ნაღვლიანი და ძალით ჩახლეჩილი ხმით) "აუ ბავშვობაში (და ამას 13-14 წლის გოგოები რო იძახიან, და რა გონიათ ვითომ, ბებიაჩემის ტოლები არიან )) ძაან კარგად ვხატავდიი და მერე თავი დავანებეეე" (ეს EE-ები და II-ები და საერთოდ გაწელილი ხმოვნები, (ყალბი) გრძნობების გამოსახატად. )))
იმედია აზრს მიხვდით, ანუ რას ეხება ჩემი პოსტი. გამაგებინეთ რა საჭიროა ამდენი ტყუილი, თქვიი რა რომ არ გამოგდის და ვინ შეგჭამს? )) ჩვენც არ ვიყოთ მაიკლ ჯექსონები და ელვის პრესლები ))
და საერთოდ აზრზე არ ვარ რა შუაშია ეს პოსტი სათაურთან, სათაური ბლოგთან, და ბლოგი (ამ შემთხვევაში) ჩემთან, მაგრამ მაინც ვწერ )) და ეხლა წავედი მე თორე ხვალ სკოლაში მივდივარ და უკვე დარწმუნებული ვარ დილას რა ტანჯვა მელის )))
აბაა pk kiss )))

ვინ იქნება შენი ქმარი? )))

გათხოვებაზე არასდროს მიფიქრია... ან რა დროს ჩემი გათხოვებაა)) მაგრამ დღეს რაღაც უცნაურობები გადამხდა. იმით დავიწყებ, რომ არის ერთი (და განუმეორებელი) ადამიანი რომელიც თავ-გზას (უკვე ზედმეტადაც) მიბნევს, მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვა მომწონს. :)) დღეს სკოლაში ჩემი დაქალი ზედმეტად აღტყინებული ( საოცრად მიყვარს ეს სიტყვა) მოვიდა და გაგვაოცა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გაგვაოცა. )) არასდროს მჯეროდა მკითხაობის, და არც იმ თეფშების ვითომ თავისით რო ტრიალებენ ) სულების გამოძახებაზე ლაპაარაკი აღარ მაქვს:) მაგრამ რაც დღეს მოხდა, ძნელი ასახსნელია:)) სკოლის მერე, ჩემ დაქალთან წავედით (ჩეემები) და მკითხაობას შევუდექით:)) (თამამად ვამბობ, რომ ეს ნამდვილი მკითხაობაა ნუ მე სხვას ვერაფერს დავარქმევ)
შეევეცდები მკითხაობის პრინციპი ავხსნა, ესეიგი : ვიღებთ ფურცელს და ვხაზავთ წრეს (ეს წრე უნდა იყოს არც ძალიან პატარა და არც უზარმაზარი, აი ერთი ჩვეულებრივი რვეულის გვერდზე რომ დახაზოთ წრე) შემდეგ ამ წრეში უნდა ჩავწეროთ ანბანის მიხედვით ასოები ანუ წრეწირის კიდეებზე წრიულად. (საათის ისრის პრინციპით, როგორც მოძრაობენ ისრები ) შუაში ვარჭობთ ნემსს, რომელსაც ძაფი აქვს გამობმული, ძაფს საჩვენებელ თითზე ვიხვევთ, ისე რომ თითს რომ ავწევთ ნემსი მოძრაობდეს,შემდეგ ოდნავ უნდა ჩავარჭოთ ეს ნემსი წრის შუაში , ისე რომ ნემსს მოძრაობა შეეძლოს. ხელი არ უნდა გავამოძრაოთ, უბრალოდ შეგვიძლია ზემოთ ავწიოთ ხოლმე თითი, რომ ნემსმა იმოძრაოს, თუმცა ესეც არ არის საჭირო. ნუ, სულ ესაა და ეხლა გეტყვით რა მოხდა.
პრინციპი შეიძლება ზუსტად ვერ გაიგეთ, არც მიკვირს იმიტომ რომ ასახსნელად ძნელია ( still, I did my best ))მაგრამ ის რაც მოხდა, რომ ნამდვილია და არ ვიგონებ, უნდა დაიჯეროთ. ან რატომ უნდა ვიტყუებოდე, მე თვითონაც შოკში ვარ. ყველაზე გამბედავი, ჩემი ერთ-ერთი დაქალი აღმოჩნდა რომელმაც გადაწყვიტა პირველს გაეგო, ტუ ვიზე თხოვდება (გათხოვებაზე არც ერტი არ ვოცნებობთ დამიჯერეთ, უბრალოდ ინტერესის ამბავია ) და ჰოი საოცრებავ )) ნემსმა მოძრაობა დაიწყო , სათითაოდ იხრებოდა სხვადასხვა ასოებისკენ ისე რომ ჩემი დაქალის ხელი არ განძრეულა ( ამას ნებისმიერი იქ მყოფი დავადასტურებტ, რადგან თვითონაც ეჭვი გვქონდა ამ “ჯადოქრობის” მიმართ. თუმცა რაც მოხდა იმას ვერ ვუარყოფთ) მივიღეტ ერთი ადამიანის ( ბიჭის რა თქმა უნდა :)) ) სახელი და გვარი რომელსაც ჩემი დაქალი გადასრევად იცნობს, ჩვენი სკოლელია და პახოდუ ჩემი დაქალის მეზობელი. ნემსმა კი ეს ისე გააკეთა რომ არც ერთი ასო არ შეშლია. შოკში ვიყავით. შემდეგი ვიყავი მე, და გულახდილად რომ ვთქვა ჩვენმა მეგობარმა ნემსმა ნამდვილად მიჯიგრა)) დამიწერა ადამიანის სახელი და გვარი რომელზეც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვგიჟდები. და ეს ყველაფერი (კიდევ ერთხელ ვამბობ) ისე ხდებოდა რომ ხელი ოდნავადაც არ გამინძრევია, ყოველ ახალ ასოზე ნემსი ბევრს მოძრაობდა და ჩერდებოდა ერთ ასოზე 5-10 წამის განმავლობაში. შემდეგ კი მოძრაობას აგძელებდა.. გასაოცარია, იმის მერე კიდევ 10ჯერ ან მეტჯერ ვცადე, სახელი და გვარი იგივე რჩება. ( რა არ გავაკეთე, ასოები ავრიე, უკუღმა დავდე ფურცელი, მაგრამ არაფერმა არ უშველა. ვაი და ჩემი ბედი ეგაა ))) )
ჩემს მერე კიდევ ერთმა ჩემმა დაქალმა გააკეთა იგივე, ამოუვიდა ადამიანის სახელი და გვარი რომელიც მიუხედავად იიმისა რომ უუსიმპატიურესიაა, მის გემოვნებაში არ ჯდება )))
ჩვენ მაინც არ ვიჯერებდით, მაგრამ აბა ჩვენ ადგილზე წარმოიდგინეთთავი. ზიხარ, ხელს არ ამოძრავებ, და ჩვეულებრივი ნემსი რომლითაც ტანსაცმელს კერავენ , გეუბნება თუ ვიზე თხოვდები )) თან ეს ყველაფერი ისე მისტიურად ხდება რომ იმ მომენტში შეიძლება ვერც ხვდებოდეე , მაგრამ ეხლა სრულ შოკში ვარ. ( ვერ გეტყვით მერამდენედ ვამბობ ამ სიტყვას მაგრამ რა ვქნაა ეგრეა I am absolutely shocked. )
კიდევ ერთ ამბავს გეტყვით, დღეს ჩემი დაქალი სახლში რომ მივიდა ( აი ის, პასუხით რომ უკმაყოფილო დარჩა) იგივე გაიმეორა. ოღონდ (თავისი ჭკუით) იეშმაკა )). ანუ ასოების წერის დროს ერთ-ერთი ასო რომელიც ამ ბიჭის გვარში შედიოდა უბრალოდ გამოტოვა. და იცით რა ქნა ჩვენმა "ვსიო ზნაიკა" ნემსმა ? ))) იმ ასოზე რომ მივიდა ტრიალი დაიწყო და არ გაჩერდა, რადგან ასო ვერ იპოვა.. ნუუ მე არ ვიცი , ალბათ იმდენად ვერ გადმოვცემ ამას, მაგრამ გამაოგნებელია , თან მართალი. თუ რამე დაგაინტერესებთ მომწერეთ კომენტარებში, იქნებ უკეთესად ავსხნა.
P.S: და ნუ გამკიცხავთ, ვიცი რომ მარხვაა და ამის გაკეთება ისედაც დიდი ცოდვაა მაგრამ AGAIN I am shocked! )))

fix you !!

When you try your best but you don't succeed
When you get what you want but not what you need
When you feel so tired but you can't sleep
Stuck in reverse.

And the tears come streaming down your face
When you lose something you can't replace
When you love someone but it goes to waste
Could it be worse?

Lights will guide you home
And ignite your bones
And I will try to fix you

And high up above earth or down below
When you're too in love to let it go
But if you never try you'll never know
Just what you're worth

Lights will guide you home
And ignite your bones
And I will try to fix you

Tears stream, down your face
When you lose something you cannot replace
Tears stream down your face and I...


Tears stream, down your face
I promise you I will learn from my mistakes
Tears stream down your face and I...


Lights will guide you home
And ignite your bones
And I will try to fix you.


ეხლა ვარ ზუსტად ესე )) !!
წავალ დავიძინეებ )) და ხვალ ჩემ მომავალ ქმარს ვნახავვ ))
ჰაჰაა რა ღადაობაა!! ))

ახალი )) new )) новая )) nouvelle :X

უფრო ადვილი მეგონა ვიდრე არის :)) წერა არასდროს გამჭირვებია მაგრამ როცა სხვისთვის წერ, როცა წერ იმისთვის რომ სხვა დააინტერესო მაშინ უკვე ოო )) უნდა ილაპარაკო თემაზე რომელიც მას აინტერესებს (შენზე მეტადაც კი ) . :)) ასე თუ მივუდგები საქმეს, ერთი საინტერესო კითხვა მიჩნდება, კითხვა რომელზეც პასუხი მათ უნდა გამცენ ვინც ჩემ ბლოგს ერთხელ მაინც შეავლებს თვალს და იმედი მაქვს რომ მხოლოდ იმის გამო რომ ჯერჯერობით (!) ახალბედა ვარ სხვა უფრო დახვეწილ და საინტერესო ბლოგს არ ამჯობინებს :X ჩემი კითხვა საკმაოდ მოკლე და კონკრეტულია, იმდენად კონკრეტული რომ პასუხის გაცემა ერტი სიტყვითაც შეიძლება , მაგრამ ალბათ ეს ჩემი ძვირფასი მკითხველების ინტერესის სფეროზეა დამოკიდებული.. : ) არ ვიცი რამდენად საჭიროა არსებობდეს კიდევ ერთი სუულ ახალი ბლოგერი როცა უკვე ამდენი ადამიანია ამ არაჩვეულებრივი საქმიტ დაკავებული მაგრამ ერთი შანსი ყველას უნდა მივცეთ და იქნებ მეც გამომივიდეს რამე : ) მემგონი დასაწყისისთვის საკმაოდ ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ მართლა ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი )))
დროებით :*