RSS

relatives .. :))

ნათესავები... ნათესავები.. ყოველთვის მიკვირდა და შეიძლება მშურდა კიდეც ჩემი მეგობრების რომლებიც ხშირად იყენებდნენ ფრაზებს : ”გუშინ მე და ჩემი ბიძაშვილები ......(დეიდაშვილები, მამიდაშვილები)”, :ხვალ ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი უნდა ვნახო”, ”გუშინ არ მეცალა ჩემ დიდ ბაბუასთან ვიყავით:”,ზეგ მამაჩემის მამიდასთან მივდივართ...” და ასე შემდეგ:))) ანუ მშურდა (მთლად მშურდაო ვერ ვიტყვი, ცხოვრებაში არავისი შემშურებია, უბრალოდ მეც მინდოდა მათნაირად ვყოფილიყავი) იმათი ვინც ხშირად ნახულობდა თავის ნათესავებს, ერთობოდა მათთან ერთად, და დიიდიი დიიდი ოჯახი ყავდა.
მე მაგ მხრივ განებივრებული არასდროს ვყოფილვარ.. დედაჩემს ერთი და ყავს, გაუთხოვარი. მამაჩემს - ერთი ძმა , უცოლო. :)) ანუ დეიდაშვილი და ბიძაშვილი მე არ მყავს. სულ რაღაც ორი წელია ძმა მყავს, იქამდე დედისერთა ვიყავი. დედაჩემს და მამაჩემს კიდევ ბევრი ბიძაშვილები და დეიდაშვილები ჰყავთ, იმათ კიდევ ბევრი შვილები:)) ანუ სანათესაო საკმაოდ დიდი მყავს მაგრამ რად გინდა.. ვიცნობ ვინმეს? :)) დღეს ვნახე ჩემი ბიძაშვილი (დედაჩემის ბიძაშვილის შვილი) რომელიც ორწლინახევრისაა და იცით რა? პირველად ვნახე:)) მეორე დეიდა (ანუ დედაჩემის ბიძაშვილი) 3 წელია არ მინახავს. ააა, სად ცხოვრობს? თბილისში. :)) დეიდაჩემი (დედაჩემის და) 5 წელია არ მინახავს, საბერძნეთშია. კიდევ დეიდაჩემის ბევრი ბიძაშვილ-დეიდაშვილი საერთოდ არ მინახავს, ისინიც უცხოეთში არიან. იმათ კიდევ ბეევრი შვილი ჰყავთ, არც იმათ ვიცნობ...
მამაჩემის მხრიდანაც იგივე ხდება. მოკლედ, ტვინი წავიღე ამ ოჯახის გენეალოგიით, მაგრამ ალბათ მიხვდით რისი თქმაც მინდა. კარგი, მესმის უცხოეთში მყოფი ნათესავების, ვერ მოდიან აქ, და ვერ ვნახავ. მაგრამ როცა ცხოვრობ თბილისში, და არსებობს უამრავი ტრანსპორტი, დავიჯერო ძნელია წელიწადში ერთხელ მაინც, ადგე, ჩაიცვა , ჩაიხედო სარკეში და უთხრა შენ თავს : ”მე ნათესავები მყავს, წავალ და ვნახავ”. მესმის, რომ დრო ცოტა აქვთ, მესმის რომ ოჯახური პრობლემები აქვთ, მესმის რომ შეხვედრა აქვთ სამსახურში, ისიც მესმის რომ .. ......... !!!! ვიტყუები ! :) არ მესმის რატომ შეიძლება სულ პრობლემა ქონდეთ, არ მესმის რატომ შეიძლება სულ სამსახურში იყვნენ გამოკეტილები, არ მესმის სულ დაკავებული როგორ უნდა იყო..
სამეგობრო წრე უუუუუზარმაზარი მყავს, მაგრამ ნათესავი მაინც სხვაა. მითუმეტეს როცა მაგდენი გყავს:)) არა, არ მაქვს პრობლემა, თუ არ უნდათ ვერ დავაძალებ, მაგრამ სინდისიც კაი საქმეა:))) თუ ნამუსი.. როგორც ამბობენ. it doesn't matter now.:))
იცით რას დავაკვირდი? ჩემი ყველა პოსტი ღამის საათებშია დაწერილი.:)) თუმცა არ მიკვირს. დღე, ჩემებთან ერთად ვარ:) არა, ნათესავებთან არა. მ ე გ ო ბ რ ე ბ თ ა ნ : ))
რომლებიც სულ დაკავებულები არ არიან, და ოჯახში ”პრობლემები” არ აქვთ :))

0 comments:

Post a Comment

comment !! : X