RSS

Before I leave:)


მოკლედ, როგორც იქნა, მეღირსა სადღაც წასვლა და დასვენება. მაგრამ ეს ყველაფერი ისე სპონტანურად გადაწყდა, რომ ბევრ რამეს ეხლაც ვერ ვიჯერებ:)

ანუ არ მჯერა, რომ ძლივს მოვახერხე მოვშორდე თბილისს.

არ მჯერა, რომ ჩემ დაქალებს ვნახავ და სულ მათთან ერთად ვიქნები ( უბრალოდ, დიდი ხანია არ მინახავს:)) )

არ მჯერა, რომ ბრეკეტები კიდევ არ მომხსნეს (!)

და არ მჯერა, რომ ჩემს უსაყვარლეს ჩემოდანზე ვზივარ, რომელიც სავსეა ჩემი კიდევ უფრო საყვარელი ტანსაცმლით! )) (რომ იტყვიან, "ჩემოდნებზე ზის"-ო მართლა ესე დამემართა:)) პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით)

სიტუაცია მარტივია, (ნუ თქვენთვის ნამდვილად მარტივია, და ჩემთვის... რა მოგახსენოთ)) ) ქალაქიდან გასვლის პროცესში მყოფი გოგონა ელვისებური სისწრაფით ბეჭდავს კლავიატურაზე, და იმიტომ, რომ ვერ იპოვა თავისუფალი სკამი (!) დასაჯდომად, მოკალათდა ჩემოდანზე:))

საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში პირველად ვარ თბილისში 23 ივლისამდე)) ალბათ, ამან გამოიწვია ზიზღი ჩემი მშობლიური ქალაქისადმი:)) ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა აღარ შემიძლია ამ სიცხის და გამონაბოლქვის ატანა:) + ვეღარ ვიტან ინტერნეტს. და ამას ცხოვრებაში პირველად ვამბობ:)) სად არი ეხლა მამაჩემი, გაუხარდებოდა))))

სახლი ისეთი არეულია, რომ ვუყურებ მგონია დღეს ვერ წავალთ (ფუ,ფუ,ფუ :)))) ) დამავიწყდა მეთქვა, რომ მუხაწყაროში მივდივარ.. ოოოოო, როგორ მიყვარს მუხაწყარო:))))

როდის ჩამოვალ? მაშინ, როცა თბილისი მომენატრება.:) მართლა. აბა რა მინდა ამ ბუღში და სიცხეში?:))

ვსოო, მეძახიან! წავედი მე.. მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ! და ბედნიერ დასვენებას გისურვებთ:)
თქვენი თათუკაა! )))









0 comments:

Post a Comment

comment !! : X